ქაოსი! საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ვარჯიში მიატოვეს

AutoSharing Option
მოგვიანებით გაირკვა, რომ სამფეროვანთა ბანაკში ქაოსი ანელკას ნაკრებიდან გაგდებით არ დასრულებულა. თურმე, დომენეკს შელაპარაკება ევრასთან და ფიზმომზადების მწვრთნელ რობერ დუვერნთანაც მოსვლია, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ნერვები ვერ მოთოკა და თავისი აკრედიტაცია ძირს დაახეთქა. იმასაც ამბობენ, რომ ამის შემყურე ფეხბურთელებმა ვარჯიში თვითნებურად მიატოვეს და ავტობუსში ჩასხდნენ.
ამ ყველაფრის ფონზე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა ჟან-ლუი ვალენტინმა თანამდებობიდან გადადგომა და პარიზში დროზე ადრე დაბრუნება გადაწყვიტა. "მრცხვენია იმ ყველაფრის გამო, რაც ახლა საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ხდება. მომხდარი ამბები არა მხოლოდ ფრანგული ფეხბურთის, არამედ მთელი
ქვეყნის სირცხვილია", - განაცხადა მან.
ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ ევრასა და დომენეკის სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფეხბურთელთა დემარში ანელკასადმი სოლიდარობის გამოხატვაა.
ლევან ჯანეზაშვილი
"ლელო"






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული